menu
ტაჯ მაჰალი
 მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე მშვენიერი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში და შესაძლოა მთელს მსოფლიოშიც… მარმარილოს მავზოლეუმი აგებულია ინდოეთში, ქალაქ აგრაში 1631-1653 წლებში. მისი ისტორია აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას უფრო ჰგავს ვიდრე, რეალურ ამბავს. მისი სიმაღლე 74 მეტრს აღწევს და მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია.

ეს ძეგლი მოგვითხრობს მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის და მუმთაზ მაჰალის დიდ სიყვარულზე. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა. შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო…

ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ.

მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. დატანჯული და გაჭაღარავებული სულთნის ვიწრო სარკმელში მხოლოდ მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი ჩანდა. მალე შაჰ ჯაჰანიც გარდაიცვალა და თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
ისტორიები ➷Mariami❀ 52 1 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 1 / განახლება

22 თებ 2025, 0:13 AM, შაბათი | №1

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng