menu
პრატუშა ბანერჯი
  საზოგადოება
ვინ არის და როგორ გამოიყურება ანანდის გმირი, ინდოელი პატარძალი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო

სახელი და გვარი: თორალ რასპუტრა
დაბადების თარიღი: 26 დეკემბერი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: მუმბაი, ინდოეთი
ეროვნება: ინდოელი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2007 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 165 სმ
წონა: 53 კგ

ინდოელმა მსახიობმა, თორალ რასპუტრამ, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა ხელოვნების მიმართულებით განაგრძო სენტ ხავიერის კოლეჯში, მუმბაიში. ნიჭიერი მსახიობის გარდა, თორალი გასართობი ინდუსტრიის ცნობილი სახეცაა - მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში. აგრეთვე, გადაღებულია სარეკლამო რგოლებში.
თორალ რასპუტრას სამსახიობო კარიერა 2007 წლიდან დაიწყო ინდური საპნის ოპერით "Dhoom Machaao Dhoom", რამაც მას პირველი აღიარება მოუტანა.

ქართველმა მაყურებელმა, ახალგაზრდა მსახიობი ანანდის გმირით გაიცნო, ინდური ტელესერიალიდან "პატარძალი" ("Balika Vadhu"). სერიალის პრემიერა 2008 წელს შედგა, თუმცა მასში თორალ რასპუტრა მთავარ გმირს 2013 წლიდან განასახიერებს, რადგან მსახიობმა ანანდის როლის ყოფილი შემსრულებელი, პრატუშა ბანერჯი ჩაანაცვლა. ბავშვობაში გათხოვილმა, ინდოელი გოგონას რთულმა ცხოვრებამ მსოფლიოს მრავალი მაყურებელი ააღელვა და ეკრანებს მიაჯაჭვა. ფილმი 2 სეზონს და 2000 ეპიზოდს მოიცავს და ხანგრძლივობის მიხედვით, ინდურ სერიალებს შორის მეორე ადგილზეა. ტელესერიალმა თორალ რასპუტრას განსაკუთრებული პოპულარულობა მოუტანა. ინტერვიუებში იგი თავად ამბობს, რომ ანანდის როლმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
>
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თორალ რასპუტრა 2013 წლიდან დაოჯახებულია.

/> ფილმოგრაფია:
2007-2008 - "Dhoom Machaao Dhoom" (პრიანკა)
2007-2008 - "Yahan Ke Hum Sikandar" (რაიმა)
2007 - "Risshton Ki Dor" (შაინა)
2009-2011 - "Kesariya Balam Aavo Hamare Des" (რასელი)
2011 - "Ek Nayi Chhoti Si Zindagi" (იაშა)
2013-2016 - "Balika Vadhu" (ანანდი)
ბიოგრაფიები ➷Mariami❀ 16 0 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0 / განახლება
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng