|
სოციალური თერაპიის სახლი Apnsc Day Home 28 мин. · ქაღალდების მეორადი გადამუშავების სახელოსნო (ქამეგსი)/Recycled Paper Workshop (QAMEQSI) See the English text below ქაღალდების მეორადი გადამუშავების სახელოსნოს საინტერესო ისტორია აქვს. ჩვენს დაწესებულებაში მოქმედი სტამბა-საამკინძაო სახელოსნოში მუდმივად რჩებოდა ბევრი ჩამონაჭერი ქაღალდი, მათი გადაყრა კი გვენანებოდა. 2000-იანი წლების დასაწყისში, შვეიცარიის სოციალ-თერაპიულ ორგანიზაცია "ლა-ბრანშ"-ში ჩვენმა ორმა თანამშრომელმა აიმაღლა პროფესიული კვალიფიკაცია და იმუშავა სახელოსნოში, რომელიც ქაღალდის ნარჩენებს არ ყრიდა, არამედ გადაამუშავებდა. ამან გვიბიძგა, რომ 2006 წელს ჩვენს ორგანიზაციაში გაგვეხსნა ქაღალდის გადამამუშავებელი სახელოსნო, რომელსაც მოკლედ ქამეგსი დავარქვით. შრომითი/თერაპიული პროცესი: ჩვენი სტამბის მორჩენილ ქაღალდებს სახელოსნოს წევრები ხელით ხევენ, შემდეგ აბლენდერებენ და ჩარჩოზე ასხამენ ქაღალდის ფაფას. ამის შემდეგ, თითოეული წევრი საკუთარი გემოვნებით უმატებს ფერებს და აწყობს ჰერბარიუმს. ორ-სამ დღეში ქაღალდი შრება და მზად არის. ასე მზადდება დეკორატიული ქაღალდი, რომელსაც შემდგომ ვიყენებთ ბლოკნოტების ყდებისთვის, წიგნის სანიშნეების, კონვერტებისა და ღია ბარათებისათვის. სახელოსნო ორიენტირებულია სიახლეებზე და მუდმივ განვითარებაზე. მრავალი ცდის შედეგად დავამუშავეთ დეკორატიული ლამფების და სანათურების დამზადების ტექნიკა. ლაზერის სახელოსნოს ფანერის ნარჩენებისგან ვამზადებთ ჩარჩოებს, ვაკრავთ მარლას, ვასხამთ ქაღალდის ფაფას, ვფერავთ და ვამშვენებთ ჰერბარიუმით. ასე მზადდება იშვიათი სილამაზის სანათები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეკოლოგიური ასპექტი: ქაღალდის ნარჩენების გადამუშავებით ვუფრთხილდებით გარემოს, და იმ დროს, როდესაც ნარჩენები ჩვეულებრივ გადაიყრება, ჩვენ მათ სასაჩუქრე და კრეატიულ ნივთებად ვაქცევთ. ახალი ინიციატივები: ჩვენი ორგანიზაციის ეზოში ხეების გასხვლის შედეგად მრავალი ტოტი რჩება, ჩვენ მათ ვამუშავებთ და ორიგინალურ გულსაკიდებს ვამზადებთ. სახელოსნოში მუშაობს ორი სოციალური თერაპევტი და ექვსი ბენეფიციარი. ჯგუფი ერთმანეთთან ურთიერთობს დიდი ხალისით და მზრუნველობით, ყველანი ეხმარებიან ერთმანეთს. მათ დიდი სურვილი აქვთ, განავითარონ უნარები და ხორცი შეასხან თავიანთ იდეებს. ორგანიზაციის და ჩვენი სახელოსნოს არსებობისთვის მუდმივად გვჭირდება თანხების მოძიება. თუ გაქვს სურვილი შეიტანო წვლილი იმ კარგ საქმეში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გახდი ჩვენი მეგობარი. შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ტერა ბანკის ანგარიშზე: GE46KS0000000000425916 მიმღები: კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ |
|
ვინ ვარ მე
➷Mariami❀
31
1
27 იანვ 2026
|
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 1
/
| |||
