menu
სოციალური თერაპიის სახლი
 Apnsc Day Home
26 июнь в 23:32 ·
პროექტი "ნაბიჯი საზოგადოებისკენ" , რომელსაც ვახორციელებთ საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს სოციალური თერაპიის სახლის წევრების საზოგადოებასთან ინტეგრაციას . ჩვენი ერთ-ერთი მახასიათებელი და ძლიერი მხარეა თეატრალური ხელოვნება-ანუ ხელოვნებითი თერაპია. ამიტომაც დავდგით თოჯინური სპექტაკლი "გვრიტი" და აი, დღეს მეორე ჩვენება გვქონდა თბილისის 155-ე საბავშვო ბაგა/ბაღში. მონაწილე ბენეფიციარებმა დღეს უფრო დახვეწილად და ხალისით ითამაშეს და შედეგმაც არ დააყოვნა- ბავშვების და პედაგოგების დიდი მოწონება და მადლობაც დაიმსახურეს. გვიხარია, რომ ჩვენს პატარებს დღე გავულამაზეთ და ქართული ხალხური ზღაპრის სამყარო გავუცოცხლეთ. სპექტაკლის შემდეგ ურთიერთობა პატარებსა და სპექტალკის მონაწილეებს შორის ხომ ინტეგრაციის ყველაზე ეფექტური და სასარგებლო შედეგია. მადლობა ბულგარეთის საელჩოს ამ მხარდაჭერისა და შანსისათვის, რის წყალობითაც შ შმპ-თა მიმღეობა და მხარდაჭერა იზრდება.
ვინ ვარ მე ➷Mariami❀ 31 1 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 1 / განახლება

04 ივლ 2025, 3:13 PM, პარასკევი | №1
Nino Mamulashvili
აქ სუფევდა საოცარი ატმოსფერო ❤️
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng