menu
❤სოციალური თერაპიის სახლი❤
 Apnsc Day Home
26 апрель ·
25 აპრილს სოციალური თერაპიის სახლს ესტუმრნენ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR - ის წარმომადგენლები.
ადვოკატებმა სოფო მენაბდიშვილმა და თამარ ზარქუამ ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი შშმ პირების უფლებების შესახებ.
მათ გაგვიზიარეს მნიშვნელოვანი თემები:
– რა არის თანასწორობა
– როგორი უნდა იყოს ადაპტირებული გარემო
– რა უფლებები აქვთ შშმ პირებს
– ვის უნდა მიმართონ, როცა მათი უფლებები ირღვევა.
ჩვენმა ბენეფიციარებმა საინტერესო კითხვებიც დაუსვეს.
გარდა ცნობიერების ამაღლებისა, სტუმრებმა იზრუნეს ჩვენს ფიზიკურ კომფორტზეც და მრავალფეროვანი გემრიელობები მოგვიტანეს.
დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის და ჩვენთან მეგობრობისთვის!
ვინ ვარ მე ➷Mariami❀ 13 0 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0 / განახლება
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng