menu
❤სოციალური თერაპიის სახლი❤
 Apnsc Day Home
2 май ·
ჩვენი ცუგების ისტორია გრძელდება:
ახლა ნასკის გაცნობის ჯერია. ის ერთი წლისაა. ნასკი იმიტომ ჰქვია, რომ წინა ფეხები მუხლებამდე თეთრი აქვს - თითქოს თეთრი წინდები აცვიაო. ადამიანები ძალიან უყვარს, არავის უყეფს, თავს ეგრვე აფერებინებს ყველას. უყვარს ბაღში ორმოების თხრა და თუ რამე ახალი დარგული ნახა, შეიძლება მაშინვე ამოთხაროს. ძალიან ბედნიერია, რომ თავის დედასთან და დასთან (ბზიკთან) ერთადაა. სამივე თამაშობენ ხოლმე დაჭერობანას - დასდევენ ერთმანეთს და ღლაბუცობენ. ბზიკის როცა ეჭიდავება ხოლმე, ისეთ ხმებს გამოსცემენ, თითქოს ბზიკები ან ფუტკრები ბზუიანო. ნასკის დაბადებიდან ძალიან მოკლე კუდი აქვს და სასაცილოდ აქიცინებს ხოლმე. ყურების დაცქვეტაც შეუძლია, თუ რაიმე ხმამ მიიქცია მისი ყურადღება. ასეთია ჩვენი გოგო.
ჩვენო მეგობრებო, თქვენი წყალობით აპრილში 140 ლარი შემოვიდა ჩვენი კუდიანებისთვის. მადლობა დიდი თქვენი ხარში დგომისთვის, ყურადღებისთვის და ზრუნვისთვის. თქვენი იმედი გვაქვს.
თუ დახმარებას შეძლებთ გადმორიცხვისას მიუთითეთ , რომ ესაა შემოწირულობა ცხოველებისთვის. ჩვენი საბანკო ანგარიშია: GE46KS0000000000425916 კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ.
სიყვარულით, მარინა ბულია

Apnsc Day Home
26 апрель ·
25 აპრილს სოციალური თერაპიის სახლს ესტუმრნენ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR - ის წარმომადგენლები.
ადვოკატებმა სოფო მენაბდიშვილმა და თამარ ზარქუამ ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი შშმ პირების უფლებების შესახებ.
მათ გაგვიზიარეს მნიშვნელოვანი თემები:
– რა არის თანასწორობა... Ещё
Apnsc Day Home
20 апрель ·
გილოცავთ აღდგომას!
გისურვებთ ნათელ, მშვიდ, სიხარულით სავსე აღდგომის დღესასწაულს!
Luda Kulikova
Христос воскресе

6 нед.

Ответить

Apnsc Day Home
13 апрель ·
გაზაფხული მოვიდა, ხვნა-თესვა იწყება. ეს დედამიწის ზეიმია, მცენარეთა ზეიმია.
ჩვენც შევუერთდით წელიწადის ამ ლამაზი დროის დღესასწაულს.
11 აპრილს ქოთნებში დავთესეთ მზესუმზირა, ხორბალი, სიმინდი, ლობიო. ვიმღერეთ, გავაკეთეთ ევრითმია.
თითქოსდა, ერთი შეხედვით, უსიცოცხლო მარცვლიდან თვალსადახელსშუა ამობიბინდება უმშვენიერესი მცენარეები. ამ გარდასახვას დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალყურს.
Apnsc Day Home
9 апрель ·
ჩვენი გუნდის, შრომისმოყვარე და უსაყვარლესი ბენეფიციარების სახელით გვსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მიერ გამოვლენილი ყურადღებისა და გამონახული დროის გამო, რადგან გვესტუმრეთ, შეიძინეთ ნამუშევრები და წვლილი შეიტანეთ ჩვენი საზოგადოების განვითარებაში❤️ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით APNSC
ვინ ვარ მე ➷Mariami❀ 25 0 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0 / განახლება
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng