|
❤სოციალური თერაპიის სახლი❤ Apnsc Day Home 15 май в 16:21 · კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ აცხადებს სტუდენტების მიღებას ბაზისურ კურსზე ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში კურსი პასუხს გასცემს კითხვებს: • ვინ არის ადამიანი? • რა არის მისი ცხოვრების მიზანი? • როგორ ვითარდება იგი? • როგორ აღვზარდოთ საკუთარი შვილები? • რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობები თანამედროვე ეპოქაში? • რას ნიშნავს შეფერხება განვითარებაში? • როგორ ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში? სოციალური თერაპიის მიზანია: შესაძლებელი გახადოს განვითარების შეფერხების მქონე სრულწლოვან ადამიანთა ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამიანის ღირსების შესაფერისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია, საზოგადოების მიერ ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის აღქმა. კურსის მიზანია: სოციალ-თერაპევტებისა და პედაგოგების მომზადება-გადამზადება, რათა მათ შეძლონ ურთიერთობა და მუშაობა განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან როგორც ყოფით, ისე შრომით პირობებში; მშობლებისა და მომავალი მშობლებისათვის პედაგოგიური ცოდნის მიწოდება. კურსის ხანგრძლივობაა ორი წელი. სწავლება მოიცავს თეორიულ, მხატვრულ და პრაქტიკულ კურსებს. კურსის განმავლობაში დამუშავებული იქნება შემდეგი თემები: • ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება • ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება • ადამიანის განვითარების შვიდწლიანი ფაზები. კრიზისული ასაკები • ცნობიერების ფორმები • ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება • ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარება • ტემპერამენტი და მისი როლი ბავშვის აღზრდაში • შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები • საზოგადოება, როგორც სამწევრა ორგანიზმი • ორგანიზაციის ელემენტები და მისი განვითარების ფაზები • სოციალური კონფლიქტები და სოციალური სენსიტიურობის გამომუშავება • განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა • სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის ისტორია • მხატვრული საქმიანობები მოიცავს: • ხატვას, ძერწვას, ევრითმიას, დრამას, თექისა და რბილი თოჯინების დამზადებას • სწავლა მიმდინარეობს სამუშაოდან მოუწყვეტლად. კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ კავშირის სერთიფიკატი. საუკეთესო სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს პრაქტიკა გერმანიის სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში. კურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი - არანაკლებ 21 წლის. სწავლების დასაწყისი – 2025 წლის სექტემბერი. |
|
ვინ ვარ მე
➷Mariami❀
12
0
27 იანვ 2026
|
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0
/
| |
