|
სოციალური თერაპიის სახლი ინვალიდები თუ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ? დღევანდელი კაცობრიობის ერთ ერთი საფიქრალი და საზრუნავი არის ადამიანები, რომელთაც განვითარების თანდაყოლილი შეფერხება გააჩნიათ. დღესდღეობით ახალდაბადებულთა 7% ნაკლის მქონეა და მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება კიდეც რატომ იბადებიან ისინი და რისთვის? რა სჭირდებათ რა შეუძლიათ? რითი დავეხმაროთ? სადაა მათი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში რა არის მათი ცხოვრების აზრი? რა პოზიცია ავირჩიოთ მათ მიმართ? - ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების იმ ჯანმრთელმა ნაწილმა, რომელმაც უნდა იტვირთოს ამგვარ ადამიანებზე ზრუნვა. საზოგადოების პოზიცია და დახმარების ფორმა კი მის მსოფლმხედველობაზე, ანთროპოლოგიურ წარმოდგენებზეა დამოკიდებული, რაც მის გრძნობებსა და ქცევას განსაზღვრავს. კაცობრიობის ზოგადი ორიენტაცია გარეგნულობასა და ეფექტებისკენ, სოციალური პირობები,დამოკიდებულება ბუნებისადმი, ტექნოკრატია, უტილიტარიზმი ი დენად არაადამიანურს ხდის ცხოვრებას და სზოგადოებრივ სტრუქტურებს, რომ ბევრი ადამიანი ვეღარ ერთვება მასში. ძალზე ბევრი ბავშვის შინაგანი პოტენცია არ კმარა იმისთვის, რომ გადალახოს გარემოსეული მემკვიდრეობითი და საკუთარი ინდივიდუალური სისუსტეები. პედაგოგიკაც უფრო გარეგნულ შედეგებზეა ორიენტირებული და არა ბავშვის შინაგანი ძალების განმტკიცებასა და გაშლა განვითარებაზე. შედეგად კი ვიღებთ განვითარების ატასგვარ დარღვევას. ამ ადამიანთა თავისებურებაა შეფერხება განვითარების გზაზე, კრიზისული ფაზების ვერდაძლევა ადრეული ბავშვობის ასაკში ან დაბადებიდანვე. მათ უჭირთ, გამოავლინონ საკუთარი შინაგანი არსება, გაითავისონ დაეუფლონ და საკუთარი არსებისდა მიხედვით გარდაქმნან ის მემკვიდრული და გარემოსეული ფაქტორები (საკუთარი სხეულის ჩათვლით) , რაც დაბადებისას ხვდებათ მათ უჭირთ ფიზიკური სხეულის დაუფლება და აქედან გამომდინარე, (ფიზიკურ სივრცისა და დროის) სამყარო ში ორიენტირება, ამ სამყაროს აღთქმა და მასსი მოქმედება. ამიტომაც საჭიროებენ ბჰავშვობისას სპეციალურ სამკურნალო) აღზრდა განათლებას, სრულწლოვან შეფერხებულთა ცხოვრება კი სერიოზულ პრობლემად რჩება, ვინაიდან ძალზე ცოტა მათგანი ახერხებს დამოუკიდებლად გაართვას თავი ზრდასრული ადამიანის ცხოვრების ამოცანებს, თუნდაც ბავშვობაში კარგი აღზრდა-განატლება ჰქონდეს მიღებული. ეს ბუნებრივიცაა,რადგან ჩვეულებრივი დაწესებულებები და სოციალური ცხოვრება ჯანმრთელი, ინტელექტგანვითარებული ადამიანის მიერ და მისი თავისებურებების მიხედვითაა მოწყობილი. ხოლო შეფერხებულები ამგვარ სოციაუმში და ორგანიზაციებში პირდაპირ ვერ ერთვებიან. ამის გამო ისინი მართლაც უუნაროებად და მარადიულ ბავშვებად მოსჩანან, მუდამ სხვაზე არიან დამოკიდებულნი, ზრუნვას საჭიროებენ და ხშირად ამ სხვასაც ბორკავენ.თავიანთი სუბიექტური სიძნელეების სიმძაფრის გამო ეს ადამიანები მართლაც გამოირჩევიან სხვათაგან. სადღეისოდ, ადამიანთა უმრავლესობა სამყაროში და კერძოდ ადამიანში მხოლოდ გარეგნულ ფიზიკურ მხარეს არიქვამს, რის გამოც შეფერხებულებშიც ძირითადად ნაკლს ამჩნევს, ცდილობს მის აღმოფხვრას, და თუ ამას ვერ აღწევს, ისღა რჩება, მხოლოდ ფიზიკურად მოუაროს მათ. ამგვარი განწყობისას ვეღარ ხდება შეფერხებული ადამიანის პიროვნების, მისი სულიერი ასპექტის, ინდივიდუალობის აღქმა და აღიარება, ყველა ნაკლის მიუხედავად ეს ინდივიდუალობა მარადიული, მთელი ადამიანურ -ასეთიი პოტენციისა და ბუნების მქონე არის.ამ მხრივ განსხვავება შეფერხებულსა და ჯანმრთელს შორის არ არსებობს ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი ღვთის ხატად ვართ შექმნილნი. მეორე მხრივ, კი დედამიწაზ უკეთეს შემთხვევასი ე არ არსებობს უნაკლო, სრულყოფილი ადამიანი, რომელიც რაიმე კუთხით არ იყოს შეფერხებული. მნიშვნელოვანია არა შეფერხება და ჯანმრთელობა აბსოლუტური გაგებით, არამედ ამ ფენომენთა განვითარებაში დანახვა. ვითარდება კი მხოლოდ ადამიანის მარადიული, სულიერ-ინდივიდუალური ბირთვი. მისი ვერდანახვა ქმნის გამოუვალი მდგომარეობის სურათს - თითქოს შეფერხებულობა განუკურნებელი სენი იყოს. სულიერი მხარის ვერდანახვისას ქრება ინტერესი ზოგადად ადამიანის და კერძოდ, შეფერხებული პიროვნების მიმართ. ვერ ხდება მისი მთლიანი არსების ნებისა და ცხოვრების ხაზის შეცნობა და პატივისცემა, უნარების გამოვლენა და ისეთი პირობების შექმნა, სადაც ადამიანი - ისეთი, როგორიც ის არის, მთელი თავისი ნაკლითა და პოტენციით, ..გადაკეთების" გარეშე- თავის უნარებს სხვებისათვის სასიკეთოდ აამოქმედებს, საზოგადოების ცხოვრებაში თავის წვლილს შეიტანს, ახალ გამოცდილებას შეიძენს და წინ წაიწევს განვითარებასი რჩება მხოლოდ ფიზიკური მოვლა, რომელიც უეჭველად საწიროა, მაგრამ წვეთია ზღვაში, თუ არაფერი გაკეთდა ადამიანის მარადიული და არა მხო;ოდ წარმავალი (ფიზიკური) მხარისთვის.ამ სუბიექტური და გარემოსეული ფაქტორების თანხვედრის ლოგიკური შედეგია, რომ ზრდასრულ განვითარებაშეფერხებულთა ხვედრია უფუნქციობა, დაუსაქმებლობა, სოციალური იზოლაცია მეურვეზე მიჯაჭვულობა, ფსიქიკური ნდგომარეობის დამძიმება, დეგრადაცია, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის, საქმისა და სოციალური წრის არქონა, ოჯახისა თუ მომვლელისთვის მის დანამატად ქცევა, მხოლოდ ბიოლოგიური არსებობა და უკეთეს შემთხვევაში ,,გართობა'' . ბავშვობისას სკოლა მაინც არსებობს, შემდეგ კი, თითქოს ადგილი აღარაა მათთვის. ისეთ ხელოვნურად გაღატაკებულ ქვეყანაში კი, როგორიც სადღეისოდ საქართველოა - გაუთავებელი სოციალური ეკონომიკური კრიზისით, კორუფციით, მოსახლეობის უმრავლესობის სიღატაკით - ამგვარ მდგომარეობას ერთვის ისიც, რომ ნორმალური ბიოლოგიური არსებობაც კი ხშირად სანატრელიც ხდება, მოვლა და მომვლელიც და ლუკმა-პურის ფულიც. მაგრამ მატერიალური სიდუხჭირე მხოლოდ ჩქმალავს იმ ძირეულ და მთავარ მოთხოვნილებას, რაც ყველა ქვეყანაში ნებისმიერ სრულწლოვან შეფერხებულს გააჩნია: შეხედონ და მოეპყრონ როგორც ღირებულ ადამიანებს და არა ინვალია შრომის უფლება ებს, დაიცვან მათი ყველა ადამიანური უფლება - პირველ რიგში კი ინდივიდუალური განვითარებისა და სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნისა და შრომის უფლება - შესაფერისი რეალური პრობების შექმნით (და არამარტო ლამაზი ფრაზებით) ;უზრუნველყონ ადამიანის ღირსების შესაბამისი ცხოვრება მათთვის. ამ ბაზისური მოთხოვნილებით შეფერხებულებს უდიდესი წვლილი შეაქვთ საზოგადოების გაკეთილშობილებაში. ამდენად ერთ მხარეს დგანან ზრდასრული, ე,წ. შეფერხებულები, რომელნიც ყურადღებას, ზრუნვას, ფუნქციის მინიჭებას ითხოვენ სხვათაგან, ოღონდაც თავიანთი პიროვნების აღიარებითა და დაფასებით და ამითაც ამოცანასაც იძლევიან. ისმის კითხვა: მართლაც ასე უუნარონი არიან? ნუთუ შეუძლებელია, რაიმე სასარგებლო აკეთონ ისევე, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი მოზრდილი, რომლისთვისაც ზრდასრულობის მაჩვენებელი უნდა იყოს სხვათათვის შრომა, მეორე მხარეს კი ე.წ. ჯანმრთელები არიან (ოჯახის წევრების ჩათვლით) , რომელნიც ხშირად ვერც კი ამოიცნობენ შეფერხებულების ყველაზე ძირეულ მოთხოვნას, გამუდმებით ცდილობენ მათ ,, გამოჯანმრთელებას'' , შემდეგ კი თავს ანებებენ, ან მხოლოდ იცოდებენ, უვლიან და ხშირად ტოვებენ უფუნქციოდ, ართმევენ თავისუფლებას, არ უშვებენ რომ წინ წაიწიონა დამოუკიდებლობისაკენ, ვინაიდან არ იციან, რა გააკეთონ .გამაშუალებლები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ადამიანში უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე მისი გარეგნული, თვალსაჩინო მხარეა და სწორედ ამის გამო შეფერხებულებშიც აღიარებენ და სცნობენ სულიერ-ინდივიდუალურ ასპექტს, გარეთგამოვლენილი ნაკლის გვერდით ისინი იმეცბნებენადამიანის არაფიზიკურ მხარესაც. ვინაიდან, ზრდასრული შეფერხებულები პირდაპირ ვერ ერთვებიან ჩვეულებრივ საზოგადოებრივ სტრუქტურებში, ჩვეულებრივ საზოგადოებრივ სტრუქტურებში, ჩვეულებრივი ორგანიზაციის შრომის რიტმში, მონაწილეობაში და ა.შ., ისინი საჭიროებენ ისეთ დაწესებულებებს, რომელნიც მათი საჭიროებებისა და თავისებურებების გათვალისწინებითაა აგებული და მოწყობილი (ისევე, როგორც საჭიროებენ დამხმარე საშუალებებს, მაგ. გადაადგილებისთვის), სადაც შრომითი და ყველა სხვა საქმიანობა ისეა ორგანიზებული და ისეთი ურთიერთობებია ადამიანებს შორის, რომ შეფეხებულებსაც შეუძლიათ მონაწილეობა როგორც ნამდვილ თანამშრომლებს. თანამრომლობის უამრავი ფორმა არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი გულისხმობს ერტობლივ მოქმედებაში ადამიანის მთლიანი არსების ჩანმთულობას და ერთმანეთის გათვალისწინებას, ამგვარი დაწესებულება საშუალებაა შეფერხებულებისათვის, რათა ჰქონდეთ ამქვეყნად დანიშნულება. ფუნქცია, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წვლილი შეჰქონდეთ მასში და რეალიზდებოდეს ყოველი ზრდასრული ადამიანის ერთ-ერთი ბაზისური უფლება -შრომის უფლება. ასეთი სოციალურ თერაპიული დაწესებულება არის შუამავალი რგოლი შეფერხებულებსა და საზოგადოებას შორის მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესში სწორედ მისი გავლით ხდება შეფერხებულთა სოციალური ინტეგრაცია ყველაზე მძლავრად, სხვა შემთხვევაში ,,ინვალიდები'', რომელნიც სხვათაგან იღებენ მომსახურებას და მხოლოდ ერთობიან, აქ ხდებიან დაწესებულების აქტიური წევრები და მათ რეალური სარგებლობა მოაქვთ საზოგადოებისთვის. ამგვარი, სოციალურ-თერაპიული, დაწესებულებების შექმნა და სწორი ფუნქციონირება ზემოხსენებულ ადამიანთა იმპულსად, ამოცანად და მოვალეობად იქცევა. სწორედ აქ აქვთ პირობები შეფერხებულებს განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის, აქ არიან ისინი თანამშრომლები და არა უბრალოდ მოვლისა და მომსახურეობის ობიექტები, ამიტომაც ამგვარი დაწესებულებების არსებობა თავად მათ ინდივიდუალობებს ნებავთ. ამიტომაც ხდებიან ისინი (სხვადასხვა გზით, ხშირად მშპბლების საშუალებით) სოციალურ-თერაპიული დაწესებულებების ერთ-ერთი დამფუძნებლები, ოღონდ ამას სხვა ადამიანებთან ერთად და მათი დახმარებით აკეთებენ. ამ დროს პასუხი გაეცემა კითხვას - ბევრი მათგანი ვერბალურადაც რომ სვამს; ,,რისთვის დავიბადე ასეთი ამ ქვეყნად?" და კმაყოფილდება მშობლების სურვილიც: ,,ეგებ რაიმეთი დასაქმდეს", ასე მოხდა კიდეც xx საუკუნის 50-60-იან წლებში როცა ევროპაში წარმოიქმნა პირველი სოციალურ-თერაპიული დაწესებულებები, რომლებიც სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას აძლევენ სრუწლოვან შეფერხებულ ადამიანებს, რომელთაც უწოდებენ ადამიანებს,განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" და არა ინვალიდებს". ოჯახში, ივალიდთა სახლებსა თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ჩაკეტილი ყოფიდან შეფერხებულებმა გადმოინაცვლეს შრომით და საცხოვრებელ ერთობებში, რომობენ და ცხოვრობენ. ამ დაწესებულებატა სწორი ფუნქციონირებისთვის გარდა მაღალი იდეალებისა საჭიროა მყარი მეცნიერული, ანთროპოლოგიური ნიადაგი, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ინვალიდთა სოციალური ინტეგრაცია, დასაქმება განვითარებაა მიზნად დასახული, დგება საკითხი - როგორ მოხერხდეს ეს კონკრეტულად? როგორ გაკეტდეს, რომ ერთი შეხედვით უუნარო ადამიანი ჩაერთოს შრომით საქმიანობაში და ეს არუუნდა იყოს საზიანო მთროისი ჯანმრთელობისთვის? როგორი დღის რიტმია მათთვის საჭიროროგორი საქმიანობებია მავნებელი? რა სჭირდებათ, გარდა შრომისა და დასვენებისა? როგორ გავუადვილსულიეროთ სხეულის ფლობა და შრომითი ჩვევების შეძენა? და სხვა მრავალი. ამისათვის კი საჭიროა მეცნიერული სისტემა და კვლევა, რომელიც ადამიან განიხილავს, როგორც სხეულის, სამშვინველისა და სულის ერთიანობას. პირველ დაწესებულებათა სულისჩამდგმელნი სწორედ ამგვარ - სულის მეცნიერულ ნიადაგზე იდგნენ. ისინიადამიანში ცნობდნენ მარადიულ სულიერ - ინდივიდუაურ ბირთვს ფიზიკური სხეულისა და სამშვინველის გვერდით. მრავალი მათგანი ეყრდნობოდა ზოგადად ადამიანთმცოდნეობას და თავის პრაქტიკულ ქმედებებსაც აქედან გამომდინარე წარმართავდა. სწორედ რ. შტაინერმა მოუწოდა პირველად 1924 წ. შეფერხებულ ბავშვებთან მომუშავედ, ამ უკანასკნელთათვის დაეძახათ ,,ბავშვები, რომელნიც მშვინვიერ ზრუნვას საჭიროებენ'". ახალგაზრდობისას იგი ღავად იყო შეფერხებულიუ ბავშვის აღმზრდელი და მოახერხა ის რომ იდიოტიის დიაგნოზის მქონე ბიჭმა შემდგომში სამედიცინო აკადემიაში წარმატებით ჩააბარა. სწორედ ანთროპოსოფიული სოციალური თერაპიის მიზანი არის ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარების შესაძლებლობა მისცეს სრულწლოვან შეფერხებულებს, დაეხმაროს მათ საკუთარი თავის განმტკიცებასა და ღირსეულ ცხოვრებაში, ხელი შეუწყოს მათ სოციალურ ინტეგრაციას და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადოს მათი წვლილი. ის, რაც ერთეული დაწესებულებების სახით ჩაისახა, სადღეისოდ ფართოდ გავრჩელებული პრაქტიიკაა დასავლეთში (და უკვე აღმოსავლეთ ევროპაშიც გაჩნდა) , რომელსაც თანდათან არაანთროპოსოფოცნიც შეუერთდნენ. საქართველო შეფერხებულების მდგომარეობისა და მათდამი დამოკიდებულების მხრივ ნახევარი საუკუნით მაინც ჩამორჩება ევროპას. მათ ისედაც მძიმე ხვედრს მატერიალური სიდუხჭირე ემატება უმძიმეს ტვირთს ატარებენ მათი ოჯახები. აუცილებელია, საქართველოშიც შესაძლებელი გახდეს ბავშვობიდან ინვალიდთა ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, სრულწლოვანი ადამიანის ღირსების შესაფერისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია და საზოგადოებისთვისაც დასანახი გახდეს მათი წვლილი ერთობლივ ცხოვრებაში. ამისათვის საჭიროა საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვა, სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებათა ჩამოყაიბება.და მითუმეტეს ს, მოვლა და შემოქმედებითიოციალური თერაპიის დანერგვა ნაყოფია თავად შეფერხებულების სოციალ-თერაპევტებისა და სხვა თანამშრომლების, მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების, საზოგადოების, საკანონმდებლო და სხვა ორგანიზაციული სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევისა და მოღვაწეობისა. ყველა ამ მოქმედი პირის აქტიური ქმედების გარეშე დაწესებულება კარგავს ნამდვილ სახესა და სიცოცხლისუნარიანობას. სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში თ\ავისუფალი სივრცე იქმნება ჯანმრთელი ახალგაზრდებისა და ხანდაზმულებისთვის. ხანდაზმულთა, განსაკუთრებით მარტოხელათა სოციალური იზოლაცია, ცხოვრებაში მათი ფუნქციის დანახვა, განსხვავებული ასაკის ხალხთან კონტაქტების ნაკლებობა, იმედგაცრუება, დეპრესია - თანამედროვეობის კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. საქართველოიში კი ამას კვლავ მატერიალური სიდუხჭირე ემატება. სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაშისადაც სხვადასხვა ასაკისა და უნარის ადამიანები თანასწორუფლებიანი, საქმიანი ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ ერთმანეთთან, სადაც წარმოებს მხატვრული საქმიანობები, სადაც ინტენსიურია კულტურული ცხოვრება და გარემოსთან კავშირი - შესაფერისი ადგილი იაქმნება ხანდაზმული პიროვნებისთვის - მასაც ხომ ზრუნვა, ყურადღება, მოვლა და შემოქმედებითი გარემო სჭირდება, ხანდაზმულებს არაერთ საქმიანობაში ჩაბმა და დახმარება შეუძლიათ. ამ ასაკისთვის ჩვეული სათნოება და ცხოვრებისეული სიბრძნე მთლიანი დაწესებულებისთვის დიდი განძია. შეფეხებულებისთვის დამახასიათებელი უშუალობა, სითბო, სოციალურობა კი იმ ატმოსფეროს უქმნის ხანდაზმულებს რაც ასე სჭირდებათ მათ ამ ასაკში. ახალგაზრდებისთვის ამგვარ დაწესებულებაში დამხმარედ მუშაობა უზარმაზარი ცხოვრებისეული სკოლა სოციალური გამოცდილების მიღების ადგილია. შეფერხებულ ადამიანთან შეხვედრა სრულებით ახალ განცდებს და კითხვებს ბადებს მათში და სრულებით ახლებურ მიდგომას (სხვაზე ორიენტირებულობას, დაკვირვებას, გაგებას, თანაგრძნობას, სიფხიზლეს, ყურადღებას) აჩვევს მათ. ეს განცდები მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ მათ. ადამიანის მიღება ისეთად, როგორიც ის არის (და არა ინვალიდად, უცოდინრად და ა ა.შ ) მის უნარებზე, პოტენციაზე, მაღალადამიანურ არსებაზე დაყრდნობა, ამ უნარების აღმოჩენა, განვითარება და ამ გზით ნაკლის გადალახვა; ერთმანეთის თავისებურებების, მრწამსის და ღირებულებების პატივისცემა და ერთმანეთისთვის თავისუფლების მიცემა,ურთიერთინტერესი და ადამიანის მთლიანი არსების შემეცნება; ერთობლივი შრომა სხვათა სასიკეთოდ; ერთმანეთის განვითარებისთვის ხელშეწყობა, ერთმანეთზე და საერთო საქმისთვის ზრუნვა; საკუთარი მონაპოვრის სხვისთვის გაზიარება, სხვისგან სწავლა და თავმდაბლობა - არის ის, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეს სოციალურ-თერაპიული დაწესებულება, რათა თავისი დანიშნულება შეასრულოს და რის მაგალითსაც ძალზე ხშირად სწორედ ე.წ განვითარებაშეფერხებულები იძლევიან, ამ ქრისტიანული იდეალისკენ სვლისას მათგან ბევრის სწავლა შეიძლება. და იბადება კითხვა: განა საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ მათ? განა დედამიწაზე ქრისტიანული იდეალების დამკვიდრებას არ ემსახურებიან და არ იცავენ ისინი, როცა საკუთარ თავსაც და ე.წ. ჯანმრთელებსაც ამგვარ გზაზე აყენებენ? მარინა ბულია - პროფესიით ფსიქოლოგი, კავშირისა და სოციალური თერაპიის სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კავშირის გამგეობის თავჯდომარე |
|
ვინ ვარ მე
➷Mariami❀
71
1
27 იანვ 2026
|

სასწაული სანთლებია ულამაზესი გავგიჟდი