|
სოციალური თერაპიის სახლი ძვირფასო მკითხველო [img]/sm/12 კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, იწყებს ჟურნალ ,,ხიდის" გამოცემას. მისი ფურცლები დაეთმობა ბავშვობიდან ინვალიდებს- ადამიანებს რომელთაც განვითარების შეფერხება გააჩნიათ. საქართველოში მათი რიცხვი (არაზუსტი გამოთვლკებით) ოცი ათასს აღწევს . ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ნაკლებად არის გათვითცნობიერებული იმ ადამიანთა საჭიროებებში, სფეციფიკაში, მათ შინაგან ბუნებასა და უნარებში და, შესაბამისად, არც ზრუნავს მათზე. ეს, პირველ ყოვლისა, ჩანს ადამიანის შეურაცხმყოფელი სახელებიდან, რასაც მათ დღემდე საჯაროდ ვუწოდებთ (ინვალიდები, გონებაჩამორჩენილები, უნარშეზღუდულები, ინტელექტდაქვეითებულნი და ა. შ.). შედეგად წარმოქმნილ გარიყულობის მწვავედ განიცდიან ისინი და მატი ოჯახები. ამ დისტანციის შემცირებას ცდილობს ჩვენი კავშირი. ამავე მიზანს მოემსახურება წინამდებარე ჟურნალი. მოგიწოდებთ ვუწოდოთ მათ ადამიანები, რომელნიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ და დავამკვიდროთ ჩვენში ეს სახელი. რომლითაც დასავლეთში ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მიმართავენ მათ. ( People in need of special care; Hilfsbedurftige Menschen; Seelenpflegebedurftige Menschen). ჟურნალში პერიოდულად გაგაცნობთ ჩვენი კავშირისა და მისი დაწესებულების- სოციალური თერაპიის სახლის საქმიანობებს. გამოცემის ერთი გვერდი დაეთმობა მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებს. ჩვენ დიდად მოხარულნი ვიქნებით, თუ ისინი მოგვაწოდებან მასალას სადაც გაგვიზიარებენ თავის საწუხარს, განცდებს, გამოცდილებას, გაგვაცნობენ თავს. ასევე გაგვეხარდება თუ ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ ამ ადამკიანებზე. ითანამშრომლებენ ჩვენთან და მოგვაწვდიან ინფორმაციას საკუთარი მიზნების პრობლემებისა და საქმიანობების შესახებ. ჟურნალი იბეჭდება სოციალური თერაპიის სახლის მინისტამბაში და იკინძება აქვე საამკინძაოში თავად იმ ადამიანთა, რომელნიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. კავშირის წევრები დიდ მადლობას უცხადებენ ყველა იმ პირსა და ორგანიზაციას, რომელლთა შემწეობითა და მოღვაწეობითაც შესაძლებელი ხდება ჟურნალის გამოცემა. რედაქციის სახელით მარინა ბულია |
|
ვინ ვარ მე
➷Mariami❀
77
1
27 იანვ 2026
|
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 1
/
| |||

[img]/sm/12
ჩემო ძვირფასო მეგობრებო დასაწყისში ვერ მოვახერხე თქვენთვის მეთქვა სოციალური თერაპიის სახლში განვითარებული მოვლენების გამო დამეწერა ის სიახლეები იმ საქმიანობების შესახებ რასაც ჩვენ ვახერხებდით. თუ ვინ ვარ მე ან რას წამრმოვადგენ ამას ჩვენი ძველი ჟურნალებიდან შეიტყობთ ასევე ჩემს მიერ აქ ყველა დადებული სიახლე გაზიარდება ფბ-ზე