|
დალი - საუკეთესო ვეგეტერიანული კერძი ინდოეთიდან: დეტალური რეცეპტი დალი - ინდური სამზარეულოს საუკეთესო ვეგეტერიანული კერძი, რომელსაც მუნგის ბარდის ან ოსპისგან ამზადებენ. ეს სქელი და უგემრიელესი წვნიანია, რომელიც ხორცზე ნაკლებად არ აპურებს ადამიანს. Sputnik-საქართველოს „გემრიელი სამზარეულო“ დღეს სწორედ დალის მომზადებას გასწავლით, რომელიც საშუალო სირთულის კერძადაა შეფასებული. სამარხვო კერძები: მოხარშული კარტოფილი მწვანე სოუსით კანარის კუნძულებიდან ორი ულუფისთვის თქვენ დაგჭირდებათ: მუნგის ბარდა ან ოსპი - 200 გ; ხახვი - ერთი თავი; სტაფილო - ერთი ცალი; ნიორი - 2 კბილი; პომიდორი - 2 ცალი (ან ერთი ცალი, თუ დიდია); გახეხილი ჯანჯაფილი - ერთი სუფრის კოვზი; წყალი - 600 მლ; ძირა - ნახევარი ჩაის კოვზი; ქინძის თესლი - ნახევარი ჩაის კოვზი; შავი პილპილის მარცვლები - ნახევარი ჩაის კოვზი; კარდამონი (ილი) - 2 მარცვალი; კურკუმა - ნახევარი ჩაის კოვზი; ლიმონი - ნახევარი; ისპანახის ფურცლები - ერთი ბღუჯა; ქინძი - რამდენიმე ღერი; ზეთი და მარილი გემოვნებით. მომზადების წესი გაითვალისწინეთ: თუ დალს მუნგის ბარდისგან ამზადებთ, წინასწარ ჩაალბეთ ის წყალში 4 საათით. ოსპს დალბობა არ სჭირდება. მოხალეთ მშრალ სქელძირიან ტაფაზე ძირა, ქინძის თესლი, შავი პილპილის მარცვლები და კარდამონი 2-3 წუთის განმავლობაში - სანამ სასიამოვნო არომატს არ გაუშვებს; შემდეგ დანაყეთ ეს ყველაფერი ფილთაქვაში; დაასხით ტაფაზე ცოტა ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სტაფილო რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება და ხახვი ნახევრად გამჭვირვალე არ გახდება; სამარხვო რეცეპტები: ოსპის კერძი წითელი ბულგარული წიწაკით ამის შემდეგ დაამატეთ ჯანჯაფილი, ჩამბალი მუნგის ბარდა ან ოსპი, სანელებლები, რომლებიც ფილთაქვაში დანაყეთ მანამდე და დაასხით წყალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულის ნახარში, ან თუ ვეგეტერიანელი არ ხართ, ან მარხვას არ იცავთ, ქათმის ბულიონი) და კარგად მოურიეთ. ხარშეთ მანამ, სანამ მუნგის ბარდა (დაახლოებით 40 წთ) ან ოსპი (დაახლოებით 25 წთ) არ მოიხარშება. შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი, მარილი და კურკუმა, შეურიეთ ისპანახი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვირებული) და ხარშეთ კიდევ ათიოდე წუთი. ოსპი ან ბარდა ხარშვაში ოდნავ უნდა დაიშალოს და წვენი შესქელდეს. შესაბამისად, დაარეგულირეთ ცეცხლის სიმძლავრე იმის მიხედვით, რამდენად წვნიანი გსურთ, რომ გამოვიდეს კერძი. თან ხშირად ურიეთ, რათა ტაფაზე არ მიიწვას. მექსიკური ფახიტასი: კოვბოების მიერ შექმნილი კერძის დეტალური რეცეპტი როდესაც დალი მზად იქნება, გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ მარილი და მოაწურეთ ლიმონი, კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ თავზე მოაჭრათ გამხმარი ან ნედლი მწარე წიწაკა გემოვნების მიხედვით. ღრმა, ჯამისებურ თეფშზე ამოღებულ დალს მოაყარეთ ქინძი და სუფრაზე მიიტანეთ მოხარშულ ბრინჯთან ან თხელ ლავაშთან ერთად ერთად. გარწმუნებთ, ეს იმდენად გემრიელი და ნოყიერი კერძია, საერთოდ არ გაგახსენდებათ, რომ მასში ხორცი არ შედის. გემრიელად მიირთვით! |
|
სიახლეები
➷Mariami❀
18
0
27 იანვ 2026
|
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0
/
| |
