menu
ყვავილოვანი კომბოსტო კარტოფილით და ინდური სანელებლებით
 ინგრედიენტები
ინგრედიენტები

ლიმონი
წყალი
დაფქული წითელი წიწაკა
კურკუმა
ქონდარი
გახეხილი ჯანჯაფილი
ნიორი
დიდი ხახვი
ზეთი
მარილი
ძირა
ყვავილოვანი კომბოსტო
კარტოფილი
მომზადების წესი
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე.
დაანაწევრეთ კომბოსტო ყვავილედებად და მოათავსეთ დიდ ჯამში. დაუმატეთ პატარა კუბიკებად დაჭეილი კარტოფილი, 3 კოვზი ზეთი, მოაყარეთ ძირა და 0,25 ჩ/კ მარილი.
კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ღუმელის ლითონის ფირფიტაზე, გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე თანაბრად, შედგით ღუმელში და შეწვით 20 წუთის განმავლობაში, სანამ კომბოსტო და კარტოფილი არ დარბილდება.
ამასობაში გააცხელეთ ღრმა ტაფაში დარჩენილი ზეთი და მოხრაკეთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ძირა და გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი. ხრაკეთ საშუალო ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ, სანამ ხახვი არ დაიბრაწება. დაუმატეთ ლიმონის წვენი, ქონდარი, კურკუმა, წიწაკა და 0,5 ჩ/კ მარილი. კიდევ 2 წუთი ხრაკეთ, თან ურიეთ.

გამოიღეთ ღუმელიდან ყვავილოვანი კომბოსტო და კარტოფილი, გადაიტანეთ ხახვთან, ღრმა ტაფაში, დააფარეთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე კიდევ 5 წუთი შუშეთ. დროდადრო ამოურიეთ.
სიახლეები ➷Mariami❀ 12 0 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0 / განახლება
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng