menu
ინდური "პური" - ხრაშუნა, ჰაეროვანი სამარხვო ლავაში
 ინდური პურის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩვენ დღეს ერთგვარ საბაზისო, ყველაზე მარტივ ვარიანტს გთავაზობთ. დაგჭირდებათ მხოლოდ ფქვილი, ზეთი, წყალი და მარილი.
ინგრედიენტები
ინგრედიენტები

მარილი
ზეთი
თბილი წყალი
ფქვილი
ტაბულა
მომზადების წესი
მომზადება:
ფქვის დაუმატეთ მარილი, დაახლოებით ½ ჭიქა თბილი წყალი და მოზილეთ სქელი ცომი. დაუმატეთ ცომს 1 ჩ/კ ზეთი, კვლავ კარგად მოზილეთ.
მიღებული ცომი შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში, გააჩერეთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე.
შემდეგ გაყავით ცომი 6 თანაბარ ნაწილად, თითოეულისგან გააკეთეთ გუნდა.
შემდეგ თითოეული გუნდა ხელით გააბრტყელეთ პატარა ლავაშებად.
ტაფაში გაახურეთ ზეთი (საშუალო რაოდენობა - იმდენი, რამდენიც ოლადების შესაწვავად გჭირდებათ), მოათავსეთ ცომი და შეწვით ორივე მხრიდან სანამ არ დაიბრაწება.
თითოეული ლავაში ცალ-ცალკე უნდა გამოაცხოთ, შემდეგ გადაიტანოთ ქაღლდის ხელსახოცზე და მოაცილოთ ზედმეტი ცხიმი. გადაიტანეთ ხრაშუნა პურები თეფშზე და გემრიელად მიირთვით!
პური შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, ან მიაყოლოთ წვნიანს ან სხვა კერძს.
სიახლეები ➷Mariami❀ 13 0 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0 / განახლება
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng