|
ალაბაში ინდური სუნელებით კალაბაში ინდური სუნელებით მოამზადეთ კალაბაშის ვიტამინებით სავსე რეცეპტი ძალიან მარტივად, მოკლე დროში. მოამზადეთ კალაბაშის ვიტამინებით სავსე რეცეპტი ძალიან მარტივად, მოკლე დროში. 0:25:00 2 ულუფა ბეჭდვა რეცეპტის აღწერა კალაბაში კალაბაში ვიტამინებით სავსე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული და გამოყენებადი ინგრედიენტია. გაგიკვირდებათ და ეს ბოსტნეული უკვე საქართველოშიც მოჰყავთ. მისი შეძენა აგროჰაბში შეგიძლიათ. რეცეპტის ინგრედიენტები 200 გრამი კალაბაში 1 ცალი ხახვი 1 ცალი მწვანე ცხარე წიწაკა 3 კბილი ნიორი 1 ჩ/კ ჯანჯაფილი 1 ⁄ 4 ჩ/კ ძირა 1 ჭიქა წყალი გემოვნებით ქინძი გემოვნებით მარილი 1 ⁄ 4 ჩ/კ კურკუმა რეცეპტის მომზადების საფეხურები 1 გარეცხეთ და გათალეთ კალაბაში. გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლისგან. დაჭერით ½ სმ ზომის კუბებად. 2 დაჭერით 1 ცალი ხახვი, 1 ცალი მწვანე წიწაკა, 3 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ ჯანჯაფილი და ქინძი. 3 ქვაბში მოათავსეთ ყველა დაჭრილი ინგრედიენტი, დაუმატეთ შემდეგი სუნელები: ¼ ჩ/კ ძირა, ¼ ჩ/კ პილპილი, 1/4 ჩ/კ კურკუმა და მარილი გემოვნებით. თუშეთ ეს ყველაფერი დაახლოებით 3 წთ. განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი კალაბაში და 1 ჭიქა წყალი, დაახურეთ ქვაბს თავსახური, გააჩერეთ 15 წუთი საშუალო ცეცხლზე, შიგადაშიგ ურიეთ, შემდეგ მოხადეთ თავსახური და გააჩერთ მაღალ ცეცხლზე სანამ წყალი არ ამოშრება. სულ ბოლოს კი დაუმატეთ დაჭრილი ქინძი. 4 სანამ ცეცხლს გამორთავთ გირჩევთ დაუმატოთ 1 ს/კ კარაქი და ცოტახნით კიდევ გააჩეროთ ცეცხლზე. კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ს/კ ქოქოსის რძე (იყიდება გუდვილში და სხვა სუპერმარკეტებში). სულ ესაა, ჩვენი კალაბაში მზადაა. გემრიელად მიირთვით! |
|
სიახლეები
➷Mariami❀
10
1
27 იანვ 2026
|
