|
კალაბაშის პაკორა ნაწილი 4 კალაბაშის პაკორა პაკორა ინდური წასახემსებელია (სნექი). ინდოეთში მას ნებისმიერი რესტორნის მენიუში იხილავთ. პაკორა ინდური წასახემსებელია (სნექი). ინდოეთში მას ნებისმიერი რესტორნის მენიუში იხილავთ. 0:30:00 4 ულუფა ბეჭდვა რეცეპტის ინგრედიენტები 200 გრამი კალაბაში 1 ჩ/ჭ ფქვილი 2 ს/კ ბრინჯის ფანტელი 1 ⁄ 2 ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა 1 ⁄ 4 ჩ/კ დაფქული კურკუმა 1 ⁄ 2 პატარა კონა ქინძი მწიკვი საცხობი სოდა გემოვნებით მარილი საჭიროებისამებრ ზეთი რეცეპტის მომზადების საფეხურები 1 გათალეთ და გახეხეთ კალაბაში. 2 ზეთის გარდა ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში. დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და კარგად შეურიეთ (ფქვილი არ უნდა დაკურკუშდეს). 3 გააცხელეთ ზეთი ღრმა ტაფაში (ზეთი უნდა ფარავდეს პაკორას გუნდებს), კალაბაშის მიღებული მასა ამოიღეთ კოვზით და მოათავსეთ საშუალოდ გაცხელებულ ზეთში. პაკორა მზადაა როგორც კი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს. |
|
სიახლეები
➷Mariami❀
83
1
27 იანვ 2026
|
