menu
  • გვერდი 1 დან
  • 1
შუა ქალაქში
➷Mariami❀თარიღი: ორშაბათი, 19 მაი 2025, 8:40 PM | შეტყობინება # 1
-ადმინისტრატორი*
სტატუსი: Offline
შუა ქალაქში“ — ქართული სიტკომის ჟანრის სერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია ღამის შოუს მიერ. სერიალი ექვსი წლის განმავლობაში გადიოდა ტელეკომპანია იმედის ეთერში. პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 23 სექტემბერს, ხოლო ბოლო, მეთექვსმეტე სეზონი 2013 წლის 9 ივლისს დასრულდა. 2011 წლის 3 მარტს გამოვიდა მხატვრული ფილმი „10 წლის შემდეგერთხელ შუა ქალაქში10 წლის შემდეგ“. შუა ქალაქში განახლდა 2014 წლის 13 ოქტომბერს როგორც „10 წლის შემდეგ“. მისი ჩვენება 2017 წლის მარტში დასრულდა.

2023 წლის 25 სექტემბერს, ტელეარხ „იმედზე“ გაეშვა ახალი ტელეშოუ „სტუმრად შუა ქალაქში“, რომლის წამყვანები არიან: ოთარ ტატიშვილი, თათული ედიშერაშვილი, თამუნა ნიკოლაძე და გოგა ბარბაქაძე. [წყარო არ არის მითითებული 594 დღე]

ფორმატი
სერიალი გადაღებულია სიტკომის ფორმატში. ღამის შოუ სტუდიამ ეს ფორმატი, როგორც სხვა გადაცემების შემთხვევაში („ღამის შოუ“, „შაბათის შოუ“, „კანდიდატი“ და სხვა) ამერიკული ანალოგებიდან გადმოიღო (მაგ. „მეგობრები“).

ღამის შოუ სტუდიის შემადგენლობა 2007 წლის ზაფხულში გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა პოპულარული სიტკომების პროდიუსერებსა და სცენარისტებს, დაესწრო ჩაწერების პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრენინგი “Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება. შოუს სტილი და იუმორი მისი მასობრივი პოპულარობის მიზეზი გახდა. სერიალის პირველი სერია ეთერში 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა. სერიალი ეთერში გადიოდა ყოველ შაბათსა და კვირას, საღამოს 10 საათზე, იმედის არხზე.

სიუჟეტი და გმირები
სერიალი 8 მეგობრის ირაკლის, მარიკას, დათოს, ანანოს, სანდროს, ეკას, ქეთევანისა და თამარის შესახებ მოგვითხრობს, რომელებიც თბილისში ვაკეში ცხოვრობენ. ირაკლი ჩხეიძე ექიმია და ქვეყნის მთავარ საავადმყოფოში მუშაობს. მარიკა ირაკლის მეუღლე და დიასახლისია, დათო ალექსიძე მარიკას ბიძაშვილი და მხატვარია, რომელიც ცოლთან გაშორების შემდეგ თავის ბიძაშვილ მარიკასთან და მის მეუღლე ირაკლისთან ბინაში გადადის საცხოვრებლად. ეკა წარმატებული კომპანიის მენეჯერი და მეგობრების მარიკას, ანანოს, ქეთევანის, თამარის და სანდროს თანაკლასელია, ანანო აგროსპეციალისტი და მეგობრების თანაკლასელია, ძალიან უყვარს ბუნება და ცხოველები. სანდრო მახარაძე იურისტია, რომელმაც განათლება ლონდონში მიიღო და ამით ძალიან ამაყობს, თუმცა რეალურად არც ისეთი განათლებულია, როგორსაც ახასიათებს საკუთარ თავს. ქეთევან და თამარ ღლონტები დები არიან, რომლებიც ირაკლისა და მარიკას მეზობლად ცხოვრობენ და მეგობრების თანაკლასელები არიან.
მიმაგრება: 2980839.jpg (35.8 Kb)

Mariami
 
➷Mariami❀თარიღი: ორშაბათი, 19 მაი 2025, 8:41 PM | შეტყობინება # 2

ძებნა:

Geo|Eng