menu
მაშის, იგივე კუჭშავა ლობიოს სამარხვო სალათა
 მაში, იგივე ძაძა წვრილი პარკოსანი კულტურაა, რომელიც საქართველოში შედარებით მივიწყებული პროდუქტია.
ჩვენთან მას სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად უწოდებენ:
კახეთში - კუჭშავა ლობიოს, იმერეთში – მაშა ლობიოს, სამეგრელოში
კი – "დიხაშ ლებიას".

ინგრედიენტები
ინგრედიენტები

მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი - 6.00 ს/კ
მწვანე ბულგარული წიწაკა - 2.00 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა - 2.00 ცალი
ნიორი - 4.00 კბილი
ხახვი - 2.00 თავი
სტაფილო - 2.00 ცალი
მაში (კუჭშავა ლობიო) - 600.00 გ
ტაბულა
მომზადების წესი
წინა დღეს ცივ წყალში დავალბოთ მაში. მეორე დღეს მოვხარშოთ, გადავუწუროთ წყალი და მოვათავსოთ თასში. დავუმატოთ
გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ნიორი, ხახვი. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევკაზმოთ მარილით
და პილპილით.

დაამატე შენი რეცეპტი
გაზიარება

ტეგები:

კუჭშავა ლობიო
მაში
სალათა
სამარხვო კერძი
ნანახია: 7664
სიახლეები ➷Mariami❀ 21 0 27 იანვ 2026
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0 / განახლება
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Geo|Eng