|
ტკბილეული კულფი - უგემრიელესი ინდური ნაყინი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება კულფი - ინდური ტრადიციული ნაყინია, რომელიც ძალიან ადვილად მზადდება სახლის პირობებში. ჩვეულებრივი ნაყინისგან განსხვავებით იგი უფრო მყარია, ამიტომ სუფრასთან მიტანის წინ 1 საათით საყინულიდან იღებენ და მაცივარში ათავსებენ. კულფი შეიძლება იყოს დანამატების გარეშე, მხოლოდ რძეზე მომზადებული ან სხვადასხვა დანამატებით: ხილი, თხილეული, სანელებლები. ამჯერად გთავაზობთ თხილეულის კულფის რეცეპტს. ინგრედიენტები: 1ლ რძე 350 გ. შესქელებული რძე 1.5 ჩ.ჭ. შაქარი 50 გ. თხილეული (გემოვნების მიხედვით: ფისტაშები, ნუში და ა.შ.) 1/2 ჩ.კ. დარიჩინი ან მუსკატი მომზადება: ქვაბში ჩაასხით რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ შესქელებული რძე და შაქარი. კარგად აურიეთ და წამოადუღეთ. დაამატეთ დაკეპილი (ან დაფქვილი) თხილეული (ნუში, ფისტაშები, ნიგოზი და ა.შ., სურვილისამებრ). გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. |
|
სიახლეები
➷Mariami❀
11
0
27 იანვ 2026
|
სტატიის განხილვები:
კომენტარები: 0
/
| |
